აბ აგ ად აე ათ აკ ალ ამ არ ას ატ აფ აღ ახ
არბ არე არი არმ არტ არხ

არმათიონი // აღმართიონი

არმათიონი // აღმართიონი – ადგილი (ზემომაჩხაანი).

„1) ეკლესია (XVII–XVIII სს) ნატროაანთუბანში // არმათიონში. არმათიონი ნიშნავს ურმის თვალზე ნაწამებს, იგულისხმება წმინდა გიორგის წამება რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით. ინფორმატორთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ესაა იოსებ არიმათიელის სახელზე აგებული ტაძარი. იოსებ არიმათიელი იყო ქრისტეს ფარული მოწაფე, რომელმაც ჯვარცმული შეასვენა წინასწარ ნაყიდ თავის საძვალეში, ზოგის თქმით კი, იოსებ არიმათიელი წმინდანი არ ყოფილა და მის სახელზე ეკლესია არ აშენდებოდაო. არმათიონის სახელობის ეს ეკლესია ერთადერთია საქ-ში, – ქ.გ.

2) უბანი (იხ. ნატროაანთუბანი)“, – ქ. გ.

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9