არქეოლოგიური ძეგლი ძვ. და ახ. წწ. I სს. მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. „პატარა ყურეში". სოფ. არხილოსკალოდან 5 კმ გაითხრა 1937 წ. გ. ნიორაძის ხელმძღვანელობით და აღმოჩნდა თიხისა და რკინის ჭურჭელი, სამკაულები. ეს გათხრები საფუძველად დაედო ალაზნის ველის კულტ. შესწავლას.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.