მა მგ მე მზ მთ მი მლ მო მრ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მილ მინ მირ მიშ მიხ მიჯ

მირზაანი (მირზატანი)

სოფელი ზემომაჩხაანის თემში. გომბორის ქედის დაბოლოებაზე, სამხრეთ აღმოსავლეთ კალთაზე ზ.დ. 770 მ. აქ არის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი. საყოველთაო გადმოცემით, იყვნენ ძმები მაჩხა (მაჩხახანი). მირზა (მირზახანი). მაჩხას მაჩხაანი დაუარსებია, მირზას – მირზაანი. ტოპონიმი „მირზაანი“ ალექსანდრე ბატონიშვილს „მირზატანი“ ფორმითაც აქვს დამოწმებული.

ალ. ღლონტი წერს: „გადმოცემით, მირზა + ხან-ი, „ხ“-ს ჩავარდნით > მირზაანი (ნ. ტიბაანი, მაჩხაანი, ჯუგაანი). ნამდვილად მიღებულია გვარიდან მირზაშვილები.

მირზაანის ეკლესიებია: ალავერდი, კვირაცხოველი, ყველაწმინდა, „ნაეკლესიარი“. მირზაანი ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

აქ სახლობენ გვარები: ალუღიშვილი, ბარამაშვილი, ბედაშვილი, ბეჭოშვილი, ბეროშვილი, გაგნიძე, გავაშელი, გივიშვილი, გობეჯიშვილი, გომელაური, გონაშვილი, დათუკიშვილი, დეკანოზაშვილი, ვარდიაშვილი, ზურაშვილი, თარაშვილი, კაკალაშვილი, კახეთელიძე, კვანჭილაშვილი, კირურგიანი, კორკოტაშვილი, კოტაევი, კოჭლამაზაშვილი, კოხტაშვილი, ლაპიაშვილი, ლეკიაშვილი, ლეჟავა, ლობჟანიძე, მათეშვილი, მამადაშვილი, მარტყოფლიშვილი, მაძღარაშვილი, მელიქიძე, მოხევე, მურადაშვილი, ნატროშვილი, პაპაშვილი, პოპიაშვილი, რეხვიაშვილი, სულაშვილი, ფიროსმანაშვილი, ფოცხვერაშვილი, ღორაშვილი, ყოჩიაშვილი, ჩაგელიშვილი, ჩიჩხაშვილი, ხარაშვილი, ხუციშვილი, ჯაგაშვილი, ჯარიაშვილი, ჯიღიტაშვილი...

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9