ოზ ოთ ოლ ონ ოჟ ორ ოქ ოც ოძ
ოზა ოზბ

ოზაანი

სოფელი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხ. -აღმ. დაბოლოებაზე. დედოფლისწყაროდან 18 კმ. ზ.დ. 420მ. ოზაანის მნიშვნელოვანი ეკლესიებია: ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი, წმინდასტეფანეს ეკლესია, ყველაწმინდა, ცლუკაანის ყველაწმინდა, სამება. ოზაანი ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

ალ. ღლონტი წერს, „გადმოცემით: ოზა + ხან-ი. „ხ“-ს ჩავარდნით: ოზაან-ი. ნამდვილად მომდინარეობს გვარიდან ოზაშვილები.“

აქ სახლობენ გვარები: ალადაშვილი (განშტოება: ტურაანთი // ტურაანი), ალბუთაშვილი, ალუღიშვილი, აფციაური, ახალმოსულიშვილი, ბარამაშვილი, ბაჩუნაშვილი, ბენაშვილი-ბიკაშვილი (განშტოება: წოწკოაანთი // წოწკოაანი), ბოსტოღანაშვილი (განშტოება: მრუდიაანთი // მრუდიაანი), გაბარაშვილი, გაგლოშვილი, გაზაშვილი, გარსენიშვილი (განშტოება: თუშივანიაანთი // თუშივანიაანი), გიგილაშვილი (განშტოება: მელაიაგორაანთი // მელაიაგორაანი), გოგიაშვილი, გოგიჩაიშვილი, ზარიძე, თარაშვილი (განშტოება: კვანჭახაანთი // კვანჭახაანი), თევზაძე (განშტოებები: კიკოცაანთი // კიკოცაანი; მოკლაანთი // მოკლაანი), კაბულაშვილი, კაისაძე, კვიწინაშვილი, კობაიძე , კონახაშვილი, კოტაშვილი, კოხტაშვილი, (განშტოებები: მელაანთი // მელაანი; პაკალიაანთი // პაკალიაანი), ლომაშვილი (განშტოება: ესტატაანთი // ესტატაანი), მარტყოფიშვილი (განშტოება: ვანკაანთი // ვანკაანი), მატიაშვილი (განშტოება: წელღიაანთი // წელღიაანი), მაყიშვილი, მეხრიშვილი (განშტოებები: თიბელაანთი // თიბელაანი; კრიზეინაანთი // კრიზეინაანი; წიწკუაანთი // წიწკუაანთი; წუწკნაანთი // წუწკნაანი; ჭოღუაანთი // ჭოღუაანი) მიგრიაული, მოსულიშვილი (განშტოება: (განშტოება: არუაანთი // არუაანი), ნადირაშვილი, ოზაშვილი (განშტოებები: თეთრაანთი // თეთრაანი; კაჭაჭაანთი //კაჭაჭაანი; სტალარიაანთი // სტალარიაანი; ფოთოლაანთი // ფოთოლაანი; ქუხარაანთი // ქუხარაანი; ჯუბაანთი // ჯუბაანი), პოპიაშვილი (განშტოება: გლუტანაანთი // გლუტანაანი), სუხიტაშვილი (განშტოება: ბლარიაანთი // ბლარიაანი), უძილაური, ფეიქრიშვილი (განშტოება: დუკიაანთი // დუკიაანი), ფოცხვერაშვილი (განშტოებები: (კალხელაანთი // ცალხელაანი; ღადარაანთი // ღადარაანი), ქავთარაძე, ქურხულაშვილი (განშტოება: ღადალაანთი // ღადალაანი), ღვინიაშვილი, ყაჭაშვილი (განშტოება: ბუქურაულიაანთი // ბუქურაულიაანი), ჩალახეშაშვილი (განშტოება: ბრატაანთი // ბრატაანი), ჩიკვაიძე , ჩიტიშვილი (რამაზაანთი // რამაზაანი), ცაკაშვილი, წიკლაური, ჭინჭარაული, ხუციშვილი (განშტოება: ნოღაანთი // ნოღაანი), ჯავახიშვილი, ჯინიყაშვილი, ჯორკოშვილი (განშტოებები: კოლოტაანთი // კოლოტაანი; ჭიოტაანთი // ჭიოტაანი)...

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9