პა პე პი პო პრ პუ
პაა პან პაპ პარ პას პატ

პაატას ქვა

ქვა. ეს ქვა პაატა ბაღაშვილის აუტანია ქვემოდან მაღლა, მთაზე, სადაც თათრები ცხოვრობდნენ და უთქვამს – ეს იყოს ჩვენ შორის მიჯნა, აქეთ გადმოსვლა არ გაბედოთ. თათრები ვეღარ გადმოდიოდნენ. ერეკლე მეფეს სუფრაზე მოუწვევია პაატა, მაგრამ იგი არ სწვევია. მას პატარა რაზმი ჰყავდა, სოფელს ყარაულობდნენ. – თავი რომ დავანებო, მტერი სოფელს დამირბევსო. ერეკლეს მისთვის აზნაურობა უბოძებია. პაატას უარი უთქვამს – მე ჩემს ხალხს ვიცავ და არ მინდა ვიყო ჩემი ხალხის ბატონიო. ეს ქვა დღესაც იქ არისო (გამარჯვება).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9