მაღლობი (ქვემოქედი). აგრეთვე ზემოქედი, არხილოსკალო.
„– გადმოცემით, სააკაძის გორა იმიტომ დაარქვეს, რომ გიორგი სააკაძის მიერ თათრების ამოჟლეტა ამ გორასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა ირანისკენ მიმავალმა გიორგი სააკაძემ გზად ეს გორა გაიარა. მას დილიჩას გორასაც ეძახიან, რადგან დილიჩას ტერიტორიაზეა. ესაზღვრება ელდარს“. – ქ. გ.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.