სოფელი მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს. ეს სოფელი აზერბაიჯანის მოსაზღვრედაა. სოფელს აზერბაიჯანისგან ყოფს ალაზანი. სოფელი ზ. დ. 210 მ., დედოფლისწყაროდან 20 კმ–ია. 1915 წ. შაქის რაიონიდან გამოყარეს სომხები. იქ იყო 15 სოფელი. გადარჩა 2 სოფლის მოსახლეობა. აქედან ერთი სოფლის მოსახლეობა წავიდა სომხეთში, ერთი სოფლის, კერძოდ, საბათლოს, მოსახლეობა დამკვიდრდა მდ. ალაზნის გამოღმა. საქართველოში ლტოლვილმა სომხებმა ახალ საცხოვრისს საბათლო დაარქვეს. საბათლო თათრული სიტყვაა = გოდორი. აქ სახლობენ სომხები, თათრები, რუსები, ქართველები, აჭარიდან გადმოსახლებულები. საბჭოთა ხელისუფლების დროს სოფელს წითელი საბათლო ერქვა. ახლა ისევ საბათლო ჰქვია. საბათლო ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.