1) გაუქმებული მონასტერი ვაზიანის ტყეში. აქ ერთ სვეტში ყოფილა თამარ მეფის სურათი. ამომავალი მზე რომ მიადგებოდა, სურათი იღიმებოდა, მზის ჩასვლისას კი მეფის ხატს ცრემლები სდიოდა. სოფელში ამბობენ, ღიმილი უცოდველობის ნიშანიაო, ცრემლები კი – იმ დღის ცოდვებისო. ამ მონასტრის მოხატულობა ეკუთვნის ადგილობრივ მკვიდრს, ვინმე მიქაელს. ამბობენ, რომ ფიროსმანი მისი ფესვებიდან მოდისო. ამ მხატვარს II ს-ის ერთ ომში ხმლით ხელი მოჰკვეთეს. იგი თამარ მეფის დაკრძალვაზე წასულა. იქიდან რომ მოდიოდა, მირზაანის ალავერდის ეკლესიაში შესულა. იქ დაწოლილა და გარდაცვლილა (გამარჯვება);
2) ეკლესია (VI-VII) ამაღლების ტაძართან (ოზაანი).