სოფელი მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს. ზ.დ. 350 მ. დედოფლისწყაროდან 48 კმ. ამ სოფელში სამი უბანია, თითო უბანში თითო წყაროა, სოფ. დაარსდა 1929 წ., ესაზღვრება ქვემოქედს. 1980 წელს ჩამოასახლეს აჭარლები. ძირითადად ცხოვრობენ კახის რ–ნის სოფ. ყორღაანიდან და ალიბეგლოდან ჩამოსული ქრისტიანი ინგილოები, რომლებიც გამოექცნენ მუსულმანების ზეწოლას. მათ აქ დახვდათ უკაცრიელი მინდვრები. აქ რომ ხალხი არ დასახლებულიყო, თუშმა მწყემსებმა მატყლით გაჭედეს წყლის სათავე. ინგილოებმა გაასუფთავეს წყლის სათავე და აქ დასახლდნენ.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.