სა სე სი სკ სო სტ სუ
სა( საა საბ სად საზ სათ საკ სალ სამ სან საო სარ სას საუ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ საწ საჯ

სამრეკლო //ჯაფარიძე // სეჩინოვკა (ჩიჩინოვკა) //ტბისპირი

სოფელი შირაქის ველზე, საქ–ს უკიდურეს აღმ–ში, ცივგომბორის ქედის ბოლოს. სამრეკლო დასავლეთიდან დედოფლისწყაროს ესაზღვრება, აღმ-დან –– ენამთას, სამხ–ით – ტბის ნაპირს, ქოჩებსა და ელიის მთას. აქაური მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გადმოსახლდა ზემომაჩხაანიდან და სოფლისთვის უწოდებიათ ტბისპირი, მაგრამ „ზემოდან“ მოვიდა ცნობა – ჯაფარიძე დაარქვითო. ალიოშა ჯაფარიძე რევოლუციონერი ბაქოელი კომისრის სახელია. ერთი პერიოდი, ზვიად გამსახურდიას წინადადებით, ამ სოფელს დაერქვა სამრეკლო, ტრაფარეტიც დადგეს, მაგრამ მას მაინც ჯაფარიძე შერჩა სახელად. ახლა ამ სოფელს უკვე სამრეკლო ჰქვია. ადრე სეჩინოვკაც ერქვა. ამ ტოპონიმს საფუძვლად დაედო შემდეგი ვითარება, კერძოდ, ინტერნეტსივრცეში აღნიშნულია: I ს-ის II ნახ-ში იმპ. ნიკოლოზ პირველს სეჩი ზაპოროჟიედან აუყრია მეფის ურჩი კაზაკები და მათთვის შორს, თბილისის გუბერნიის განაპირა სოფელში დაუსახლებია (ესაა უკრაინელ კაზაკთა პოლიტიკურ-სამხედრო ორგანიზაცია. „სეჩები" კაზაკების მიერ თავშესაფრად აგებული ხის სიმაგრეებია) კაზაკებს სოფლისთვის სეჩინოვკა (ანუ „ახალი სეჩი“) დაურქმევიათ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კაზაკები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. არსებობს სხვა ვარიანტიც. მაგ., ინფორმატორის თქმით, სეჩენოვი იმ გრაფის (მეფისნაცვალი) სახელი იყო, რომელმაც დიდი შესაწირი გაიღო სერაფიმ საროველის ტაძრის ასაშენებლად. სამრეკლო ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

აქ სახლობენ გვარები: აბიათარი, აბრამოვი, აბულაშვილი, ათანელიშვილი, ალადაშვილი, ალავერდაშვილი, ალუღიშვილი, ალხანიშვილი, არაბული, აფციაური, ბარნაბიშვილი, ბეგიაშვილი, ბედენკო, ბეკოშვილი, ბენაშვილი, ბერიძე, ბიკაშვილი, ბოლაშვილი, ბოსტაშვილი, ბოსტოღანაშვილი, გაბიდაური, გელაშვილი, გზირიშვილი, გიგოლაშვილი, გოგილაშვილი, გოგოლაშვილი, გომელაური, გომიაშვილი, გონაშვილი, გრეცკი, გრიგორიანი, გუბაშვილი, გურასპაული, დევნოსიძე, დოლაშვილი, ელიანი, ელმირაშვილი, ვარდიაშვილი, ვახტანგიშვილი, ველიევი, ზაზაძე, ზედელაშვილი, ზუკაკიშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, თარაშვილი, თეგაშვილი, თედეევი, თეთვაძე, თელაურიძე, თითილოკაშვილი, თოროსიანი, იაკობიშვილი, იასეშვილი, ინასარიძე, ისმაილოვი, კაკალაშვილი, კალანდაძე, კახეთელიძე, კვანჭილაშვილი, კვიწინაშვილი, კობაიძე, კოზლოვი, კორნეევი, კოხტაშვილი, კულაგინი, კუპატაძე, ლაპიაშვილი, ლეკაშვილი, ლეკიაშვილი, ლომსაძე, მამუკელაშვილი, მარსაგიშვილი, მაძღარაშვილი, მაჭარაშვილი, მახარობლიშვილი, მელიქიძე, მენთესაშვილი, მენთეშაშვილი, მეჟიჩენკო, ნაზარეთიანი, ნაზღაიძე, ნათელაძე, ნასრაშვილი, ნატროშვილი, ნერსესოვი, ნურგალიევი, ოგანესიანი, ოდიშვილი, ოზაშვილი, ოზბეთელაშვილი, ოთანაძე, ოტიაშვილი, ოქრუაშვილი, პავლიაშვილი, პაპაშვილი, პაპუაშვილი, პოპიაშვილი, პოპოვი, რობიტაშვილი, საკაშვილი, სამუკაშვილი, საღირაშვილი, სეგედა, სეროვი, სესიტაშვილი, სეფიაშვილი, სეხნიაშვილი, სისაური, სულაშვილი, სულხანიშვილი, ტაველურაშვილი, ტალიაშვილი, ტოკლიკიშვილი, ტუხაშვილი, უხუნაშვილი, ფავლენიშვილი, ფიროსმანაშვილი, ქადაგიძე, ქადაგიანი, ქავთარაძე, ქისტაური, ქოქუაშვილი, ქურციკაშვილი, ქურციკიძე, ღარიბიანი, ღვედაშვილი, ღვინიაშვილი, ღორაშვილი, ყარაგოზაშვილი, ყატაშვილი, ყაჭაშვილი, ყაჯრიშვილი, ყველიაშვილი, ყოჩიაშვილი, შანშიაშვილი, შარმაზანაშვილი, შეითნიშვილი, შიოშვილი, შოშიაშვილი, შუშანაშვილი, ჩეკურიშვილი, ჩიბუხაშვილი, ჩოკოშვილი, ჩოფიკაშვილი, ჩოქური, ჩუბინიძე, ჩაკაშვილი, ცისკარიშვილი, ცოფურიშვილი, ცხოვრებაძე, ძნელაშვილი, წივილაშვილი, წიკლაური, წუნაშვილი, წყარუაშვილი, ჭამიაშვილი, ჭინჭარაული, ჭოტაშვილი, ჭუჭულაშვილი ხარაშვილი, ხარებაშვილი, ხატიაშვილი, ხოსიტაშვილი, ხოცოიანი, ხუციშვილი, ჯამასპიშვილი, ჯანაშვილი, ჯანყარაშვილი, ჯაღმაიძე, ჯეთერიშვილი, ჯვარიძე, ჯინიყაშვილი, ჯორკოშვილი, ჯოჯიშვილი...

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9