ადგილი, ვენახი, საძოვარი (სამრეკლო, გამარჯვება), აგრეთვე ხორნაბუჯი... – ვაკე-ტაფობი ივრის ზეგანზე. ბურდომთასა და ყარღოს შუა, შირაქის დას-ით. შირაქისგან გამიჯნულია ქუშებისთავის, ნაზარლების და ყალადარას მთებით. ტარიბანა სამხრ-ითთ უერთდება ივრის ნატბეურის ვაკეს. სიგრძე 15 კმ, სიგანე 8, 5 კმ. ტაფობის ნაწილი გადაკვეთილია მდ. ქუშისხევით, აქ ნავთობის ჭაბურღილებია. მას არც ერთი სოფელი არ ესაზღვრება. შედარებით ყველაზე მეტად უახლოვდება გამარჯვება და დედოფლისწყარო. ტარიბანა ესაზღვრება აზერბაიჯანს. ტოპონიმის ხალხური წარმომავლობა - აქ დაღვრილმა მტრის სისხლმა ხმლის ტარი ბანაო“. – ქ. გ.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას № 4.