ტალახის ვულკანი დალის წყალსაცავის სამხრ-ით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის კომპლექსში. აქ, ბორცვებზე, ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. მას ბუნების ძეგლად თვლიან. ერთ-ერთი მნახველი წერს: „მისი ხილვისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში სხვა პლანეტაზე მოხვდით“
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას № 4.