პატარა სოფელი სამთაწყაროს თემში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 280 მ დედოფლისყაროდან დაშორებულია 48 კმ-ით. დაარსდა 1989 წ. უდაბნოს ტიპის ადგილი იყო. აქ, ძირითადად, ცხოვრობს აჭარიდან ჩამოსული ხალხი, დაახლ. 180 კომლი, ეროვნული შემადგენლობა – ქართველები. სოფელს სახელი ნიკო ფიროსმანის პატივსაცემად შეერქვა. სოფ. ფიროსმანი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას № 4.