მხარე ალმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს ახლანდელი სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონებს. დამოწმებულია უძველეს ქართულსა და უცხოურ წყაროებში.
„– // ხიზიყი//ქიზიხი//ყისიხი//კამბეჩოვანი – გარდა ამ ფონეტიკური ვარიანტებისა, ქიზიყის ანტიკური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. ტოპონიმი ქიზიყი მე-15 ს-დან გვხვდება. ქიზიყს ბატონი არ ჰყოლია,უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. მიტომ ქიზიყს უბატონო ქვეყანას (მხარეს) ეძახდნენ. სამხედრო დაყოფის მიხედვით, ქიზიყი (ოთხი სადროშოდან) შედიოდა პირველ სადროშოში." - ქ. გ.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.