წყარო, ხევი. სათავეს იღებს ლეტნიკის მთიდან მიდის ენამთაში, იქიდან მდ. ალაზანს უერთდება. სოფელს შუაზე ყოფს. წყაროს სახელი დაკავშირებულია რთვილთან. იმ მიდამოს, სადაც ეს წყალი გამოდის, რთვილი, ანუ ჭირხლი ედება (სამრეკლო).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.