ჭა ჭი ჭო ჭრ ჭყ
ჭოე ჭოლ ჭოტ

ჭოეთი // ნიკოლაევკა // ლენინოვკა

სოფელი გომბორის ქედის სამხ.-აღმ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 810 მ, დედოფლისწყაროდან 7 კმ-ითაა დაშორებული. პატარა სოფელია, 125-კაციანი. ჯერ ნიკოლაევკა ერქვა, შემდეგ ლენინოვკა. დღეს ამ სოფლის სახელია ჭოეთი. 2007 წელს ცხოვრობდა ქართველების 3 ოჯახი ლომსაძეები, დარჩიაშვილები, თამარაშვილები. ცხოვრობენ ბოშები (საქართველოში მცხოვრები სხვა ბოშებისგან განსხვავებით, ამ ბოშებს აქვთ პირადობის მოწმობები), რუსები, აზერბაიჯანელები, უკრაინიდან ჩამოსული ხახოლები. იგი ექვემდებარება საქ-ს საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9