სოფელი შირაქის ვაკეზე, გომბორისქედის სამხ.-აღმ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 800 მ., დედოფლისწყაროდან 2 კმ. წითელწყარო დაერქვა 1921 წელს, როცა მე-11 წითელი არმია შემოვიდა აქ. იქამდე ერქვა დედოფლისწყარო. სოფ. ხორნაბუჯი ექვემდებარება საქ-ს საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 2000-ზე მეტი მცხოვრებია. გადმოცემით, ამ სოფელში გადმოსახლებული იყვნენ დეკაბრისტები, მათ შორის, პუშკინის ძმა. ვარაუდობენ, პუშკინი რომ საქართველოში ჩამოვიდა, აუცილებლად იქნებოდა აქ. ამ დროს ლერმონტოვი გადასახლებული იყო ხირსაში (სიღნაღის რ.) და ამ სოფელში მეგობრებთან ჩამოდიოდა. შეკრების ადგილი იყო ნეჩვალდოვის სახლი. ხორნაბუჯი ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. P.S. ტოპონიმი ხორნაბუჯი სოფლის სახელად სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც დასტურდება. სოფ. ხორნაბუჯი მოქცეულია ქვემომაჩხაანის თემში სოფ. ხირასთან ერთად.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.