ციხესიმაგრე (დედოფლისწყაროს მუნ.)
"– დანგრეული ციხე. დედოფლისწყაროს ჩრდ-აღმ-ით, ისტორიული კამბეჩოვანის ცენტრი. აქ დასახლება ჯერ კიდევ ჩვ. წ-მდე იყო. ხორნაბუჯის ციხე ააშენა ვახტანგ გორგასალმა V ს-ში და აქ დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა… VI ს-ის I ნახ-ში ხორნაბუჯი სპარსელი მარზაპნის რეზიდენცია იყო... XI ს-ის 60-იან წლებში განძის ამირა ფადლონის რეზიდენტი იყო და ა.შ. 1619 წელს შაჰ-აბასმა ქიზიყი ააოხრა და ხორნაბუჯში დასვა განჯის მმართველი ფეიქარ-ხანი. 1625 წელს ხორნაბუჯი გიორგი სააკძემ გაათავისუფლა სპარსელებისაგან... ხორნაბუჯის ციხეში ქართველი მეფეები მოღალატეებს ათავსებდნენ და ყრიდნენ მთავარი კოშკის ბაქნიდან, ე.წ. ვაების ფრიალოდან. როგორც ამბობენ, უნგრელმა მხატვარმა ზიჩმა ქაჯეთის ციხის პროტოტიპად ხორნაბუჯი გამოიყენა. 1837 წ. ხორნაბუჯის ციხე უნახავს და დაუხატავს რუს პოეტს, მ. ლერმონტოვს. ხორნაბუჯი დაუთვალიერებია ალ. დიუმას. ხორნაბუჯის მიდამოებში აღმოჩენილია ნასახლარები. XVIII ს-ის წყაროებით ერქვა ჭოეთი, ხალხი თამარის ციხეს ეძახდა, რადგან ციხე-ქალაქი განსაკუთრებით განვითარდა მე-12 ს-ში, თამარ მეფის დროს. ახლაც ასე ეძახიან". – ქ. გ.