საძოვარი, სახნავი, ტყე სოფლის ჩრდ-ით, ალაზნის ჩასახვევში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. მიჩნეულია ბუნების ძეგლად. ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისთვის ნიშანდობლივი ჭალის ტყე, რომელსაც ამშვენებს კაკლის ერთადერთი ბუნებრივი კორომი (საბათლო).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.