გა გე გვ გზ გი გო გრ გუ
გაბ გაგ გათ გალ გამ გაღ გაშ

გამარჯვება//უზუნდარა

სოფელ გომბორის ქედის სამხრ.-დას–ით, მთისწინეთში. ზ.დ. 700 მ., დედოფლისწყაროდან 12 კმ. უზუნდარას ადრე ეძახდნენ, თურქული სიტყვაა და ნიშნავს სწორ ხევს. გადაარქვეს 1946 წ. სიტყვა უზუნდარა ქეგლში განმარტებული ასე: „აზერბაიჯანული ხალხური სოლო ცეკვა. ასრულებენ უპირატესად ალები. გავრცელებულია სომხეთსა და საქართველოშიც“ ამ სოფელს II მსოფლიო ომის დროს შეუძენია ტანკი და გაუგზანია ომის ხაზზე, ამიტომ დაერქვა გამარჯვება. 1951წ. აქ გადმოასახლეს ხევსურები შატილიდან და ბარისახოდან.

გამარჯვება ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

აქ სახლობენ გვარები: ალადაშვილი, ალუდაური, ალუღიშვილი, ალხანიშვილი, არაბული, ბადრიშვილი, ბაიაშვილი, ბასილაშვილი, ბატიაშვილი, ბაცაცაშვილი, ბენაშვილი, ბეჟოშვილი, ბერუაშვილი, ბესტავაშვილი, ბიკაშვილი, ბოლოთაშვილი, ბოსტოღანაშვილი, ბუჩუკური, გაგლოშვილი, გაზარი, გაჯიევი, გვარამაძე, გველუკაშვილი, გიგაური, გილაშვილი, გოგოჭური, გონაშვილი, გურაშვილი, გურწიშვილი, დათუკიშვილი, დათუნაშვილი, ზარიძე, ზვიადაური, ზუბიაშვილი, ზურაშვილი, თამაზაშვილი, თარაშვილი, თარხნიშვილი, თევდორაძე, თიაყაშვილი, იაკობაშვილი, ივანიძე, ირემაძე, კაბუდაშვილი, კაკალაშვილი, კვირიკაშვილი, კიკოლაშვილი, კირკიტაშვილი, კონსტანტინოვი, კორაშვილი, კოტაშვილი, კოჭლამაზიშვილი, კულალაშვილი, ლაღიძე, ლიქოკელი, მათეშვილი, მამიაური, მამუკელაშვილი, მარაული, მარტყოფლიშვილი, მაღალაშვილი, მაჩაბლიშვილი, მენთეშაშვილი, მიქელაძე, მიხეილაშვილი, მოლაშვილი, მურდუევი, მჭედლიშვილი. ნაროზაშვილი, ნატროშვილი, ოზაშვილი, ოჩიაური, პოპიაშვილი, რაზმაძე, სააკაშვილი, სეფიაშვილი, სეხნიაშვილი, სულაშვილი, ტოკლიკიშვილი, ფიროსმანაშვლი, ქავთარაძე, ქეთელაური, ქისტაური, ქოზაშვილი, ღვედაშვილი, ღორაშვილი, ყორიაული, შავლიაშვილი, ჩანჩლიაშვილი, ჩიბუხაშვილი, ჩოხელი, ჩუთლაშვილი, წიკლაური, ჭინჭარაული, ჭუჭულაშვილი, ხარაშვილი, ხიზანიშვილი, ხუციშვილი, ჯაბუშანური, ჯავაშვილი, ჯავახიშვილი, ჯალიაშვილი, ჯარიაშვილი, ჯიბიშაური, ჯინიყაშვილი, ჯიყაშვილი...

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9