დიდი ქვა ჩათმაში. ბოდბისხევსა და მაჩხაანს შორის დავა იყო მიწის გამო. ერთმა ძლიერმა პიროვნებამ, სახელად გოგრა, რომლის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა მაზრაში, ქალამნებში მიწა ჩაიყარა, გადავიდა ბოდბისხევში და თქვა, ცოლ–შვილი ამომიწყდეს, თუ ჩემს მიწაზე არა ვდგავარო. რადგან მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა, დაუჯერეს და მისცეს ბოდბისხევის მიწის ერთი ნაწილი და იმ ადგილზე დადგეს ქვა. როცა რაიმე სადავო ამბავი იყო, ამბობდნენ, გოგრას მიჯნაზე დავდგეთ და იქ ვიდავოთ, გოგრა მოგვეშველებაო (ზემომაჩხაანი).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.