მდინარე აღმ. საქ–სა და აზერბაიჯანში. ალაზნის ქვემო დინების გასწვრივ გადის საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი. ალაზნის სათავე – კავკასიონზე მწვ. დიდი ბორბალოს აღმ. ფერდობზე. სიგრძე 390 კმ. ზემო დინებაში მთის მდინარეა. შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი... მარჯვენა შ.: ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი... ალაზანი მიედინება – ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღისა (აღმ. ნაწ.) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებისა თუ სოფლის გარე ტერიტორიაზე. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას № 4.