ვაკე (ველი) კახეთის კავკასიონს, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის. ზ.დ. 200–470 მ. სიგრძე – 160 კმ, სიგანე – 35–37 კმ (მინიმ. სიგანე 5კმ). მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდ. ალაზანი. ა.ვ–ზე არის ნამოსახლარები, სადაც დასახლება ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალაზნის ვაკის გაგრძელებაა აფთარანის ვაკე.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას № 4.