ქალაქი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი შირაქის ვაკეზე. ეს ტერიტორია ცნობილია XI ს-დან, როცა დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო ბანაკი განათავსა. დედოფლისწყარო (ზ.დ. 800მ) ქალაქად გამოცხადდა 1963 წ. 1803 წ. რუსულმა ჯარმა ამ ადგილას დააარსა სამხედრო სადგომი და უწოდეს ცარსკიე კოლოდცი. 1926-1991 წლებში ერქვა წითელწყარო. 1991 წ. ქალაქმა აღიდგინა თავისი ისტორიული სახელი, რომელიც დაკავშირებული იყო თამარ მეფის სახელთან – დედოფლისწყარო.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.