და დე დვ დი დრ დუ
დვა

დვაბრატა

  1. სათიბი (ხორნაბუჯი).
  2. "– // ორიძმა – გადმოცემით:

    ა) დვაბრატა // ორიძმა უწოდეს იმ ადგილს ხორნაბუჯში, სადაც დიდი ტრაგედია დატრიალდა. მაშინდელ სოფ წითელწყაროში ერთი რუსი ყმაწვილი 25 წელი მსახურობდა ჯარში. იგი არ იცნობდა ძმას, რომელიც მისი არყოფნის დროს დაიბადა. როცა რუსეთში დაბადებული ეს მეორე ძმა სრულწლოვანი გახდა, ისიც წითელწყაროში გაამწესეს ჯარში, ორივეს ერთი გოგონა შეუყვარდა. ერთმა მეორე დუელში გაიწვია. უფროსმა მოკლა უმცროსი, რომელმაც სიკვდილის წინ უთხრა: გაიგებს ჩემი ძმა და პასუხს გაგებინებსო. უფროსმა ძმამ მოგვიანებით გაიგო, რომ მან დუელში საკუთარი ძმა მოკლა და იმავე ადგილას მოიკლა თავი“, – ქ.გ.

    ბ) მორევი მდ. ალაზანში, სადაც ორი ძმა დაიხრჩო, – ქ.გ. (ზემოქედი).

    Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9