უდიდესი ვაკე ალაზან-ივრის შუამდინარეთში, უჭირავს ივრის ზეგანის უდიდესი ნაწილი, სიგრძე – 35კმ, სიგანე 15კმ. დ. შ. ვ. შემოსაზღვრულია ქედებით: ქოჩები, ნაზარლები, შუანამთა, ყაშები; აღმ-ით ესაზღვრება კასრისწყლის ვაკე. უხვადაა არტერიული წყლები. ახლა მთლიანად სახნავადაა ქცეული. შირაქის ვაკეს უწოდებენ „საქ-ს პურის ბეღელს“. შირაქის ტერიტორია ეკუთვნის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, თიანეთისა და კახეთის სხვა რაიონებს.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.