ორმწვერვალიანი მთა დედოფლისწყაროს სამხ-ით. მთის ძირს ირგვლივ ტბა აქვს შემოვლებული. მღვიმეში აშენებულია სამრეკლო. გადმოცემით, აქ თავი შეაფარა ისრაელი მეფისგან, იერობოამისგან, დევნილმა ძველი აღთქმის ილია თეზბიტელმა, რომელსაც ყვავი უზიდავდა საჭმელს. აქ ელიის ეკლესიაცაა და სასაფლაოც. ამ მთას ქალის ფორმა აქვს, თითქოს ზურგზე წევს, გულზე ხელებდაკრებილია და თმა გაშლილი აქვს. ლეგენდის თანახმად, თმაგაშლილი არის მაია, რომელიც სატრფოსთან ერთად თათრებმა მოიტაცეს. ისინი ვეღარ შეხვდნენ ერთმანეთს და მაიამ თავი მოიკლა (ზემომაჩხაანი).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.