იყიდება; უმართებულოა: წამალი გაყიდვაშია. ეს შესიტყვება რუსული გამოთქმის კალკირებულ ვარიანტს წარმოადგენს. მისი ბუნებრივი ქართული ეკვივალენტია იყიდება (ეს წამალი სხვა აფთიაქში იყიდება).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.