[და არა ანვითარებს]: ამ ტიპის ზმნებში სირთულეს ქმნის ძველი ქართულიდან მომდინარე თანხმოვანზე გათავებული ზმნისწინი გან- (განავითარებს). ზეპირ მეტყველებაში აწმყოს წრის ფორმათა უღლებისას მათ ზოგჯერ გადაჰყვებათ ხოლმე ზმნისწინის ბოლოკიდური თანხმოვანი, რომელსაც წინა ნაწილის გარეშე არავითარი ფუნქცია არა აქვს.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.