ავტორი: ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: პასის / დარტყმის / გოლის / გატანილი ბურთის ავტორია... სიტყვა ავტორი აღნიშნავს რაიმე ნაწარმოების (ლიტერატურულის, მუსიკალურის..) შემქმნელს, გამომგონებელს. ბუნებრივი შესიტყვებებია: ლექსის / ოპერის / სიმღერის / სტატიის... ავტორი. უმართებეულოა: პასის / დარტყმის / გოლის / გატანილი ბურთის ავტორი, უნდა იყოს: პასი / დარტყმა / გოლი / გატანილი ბურთი ეკუთვნის.., ანდა: ფეხბურთელის (კალაძის) პასი, დარტყმა და ა. შ.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.