ზეპირ მეტყველებაში ისმის ხოლმე: მან (ფეხბურთელმა)
დალაშქრა მეტოქის კარი; მას შეეძლო კიდევ ერთხელ
დაელაშქრა მოწინააღმდეგის კარი.
დალაშქრავს ნიშნავს:
1. ლაშქრით შეესევა და აიკლებს (ქალაქს, ციხეს...);
2. დაიპყრობს (მწვერვალს). უმართებულოა ამ ფორმის გამოყენება ფეხბურთელის მიერ ბურთის კარში გატანის მნიშვნელობით. უნდა იყოს: ბურთი გაიტანა.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.