(ამ ყველაფერმა, ამ ყველაფერს, ამ ყველაფრის...): ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: ეს ყველაფერი აისახა ჩვენს ცხოვრებაზე; ამ ყველაფერმა თავი მოგვაბეზრა; ამ ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ; ამ ყველაფრის გამო ძალიან დავიღალეთ... უმჯობესია: ყოველივე ეს აისახა ჩვენს ცხოვრებაზე; ყოველივე ამან თავი მოგვაბეზრა; ყოველივეს (ამას) ახლავე მოგახსენებთ; ყოველივე ამის გამო ძალიან დავიღალეთ...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.