ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: მე ამაყი ვარ, რომ საქართველო ნატოში შედის; მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს ასეთი ბიზნესმენები ჰყავს. ამ ტიპის სიტყვათშეხამებები მართებულია მაშინ, როდესაც აღნიშნავს ადამიანისათვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას, მაგ., მე ამაყი (ჯიუტი, ქედმაღალი, მორიდებული...) ვარ... ზემოთ აღნიშნულ და მსგავს შემთხვევებში კი უნდა იყოს: ვამაყობ, რომ...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.