ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა თავგადასავალი, ვინმეს ცხოვრების აღწერა. მყარი შესიტყვებებია: ახალი ამბავი, დიდი ამბავი (დიდ ამბავშია), რა ამბავია? (დიდი) ამბავი დააწია, ამბავი დაატრიალა, ცხელ-ცხელი ამბები და სხვ. ეს სიტყვა ხშირად უმართებულოდ გამოიყენება ზეპირ მეტყველებაში: მიხარია / მაფიქრებს ის ამბავი, რომ... (უნდა იყოს: ის მიხარია / მაფიქრებს, რომ...); ან კიდევ: ხაზს ვუსვამ იმ ამბავს, რომ.. (უნდა იყოს: ხაზს ვუსვამ იმას ან იმ ფაქტს / გარემოებას, რომ...) და სხვ.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.