(ჩვენ) [და არა ვზივართ]: ზის და სხედან სუბიექტის რიცხვის მიხედვით ფუძემონაცვლე ზმნებია; ვზივართ, ზიხართ, ზიან უმართებულო ფორმებია. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ზიხართ შეიძლება სწორად იხმარებოდეს, ის შემთხვევაა, როცა II პირის ფორმა ერთს აღნიშნავს, მაგრამ მას თქვენობით მიმართავენ (მაგ. ქალბატონო, თქვენ ახალშეღებილ სკამზე ზიხართ)
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.