ზეპირ მეტყველებაში ეს ფორმა ხშირად გამოიყენება ამბობს, ამტკიცებს ზმნების პარალელურად ან მათ მაგივრად: ისინი სულ იმას იძახიან, რომ... (უნდა იყოს: ამბობენ, ამტკიცებენ, რომ...); მე ვიძახი, რომ... (უნდა იყოს: ვამბობ, ვამტკიცებ, რომ...); წინასწარ იძახი (უნდა იყოს: ამბობ, ამტკიცებ) და ა. შ. იძახის ნიშნავს ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქმას, დაძახებას, ყვირილს. უმართებულოა იძახის ზმნის გამოყენება ნეიტრალური ამბობს ან ამტკიცებს ზმნათა მნიშვნელობით.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.