[და არა კარგით!]: ამ სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და მათ შორის ერთ-ერთია თანხმობის გამოხატვა. მის სინონიმად გამოიყენება აგრეთვე კეთილი. ზეპირ მეტყველებაში კარგის ამ ფუნქციით ხმარებისას ზოგჯერ ისმის მრავლობითის -თ დაბოლოება: კარგით! (თავაზიანობის ელფერის შესამატებლად), რაც გაუმართლებელია: აღნიშნული დაბოლოება ზმნის მრავლობითობის მაწარმოებელია და არა სახელისა. კარგით უმართებულო ფორმაა (ისევე, როგორც ბოდიშით!).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.