(

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ
აპა აპე აპლ აპო

აპარატი – აპარატურა (აპარატურის[ა]);

აპარატი:

1. ხელსაწყო;

2. მმართველობითი დაწესებულებების ერთობლიობა;

3. გარკვეული ფიზიოლოგიური ფუნქციის მქონე ორგანოთა ერთობლიობა;

4. მეცნიერულ გამოცემაში ტექსტის განსამარტავი შენიშვნები, საძიებლები, ცხრილები და მისთ.

აპარატურას კი მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს – ის ხელსაწყოთა ერთობლიობას აღნიშნავს. ეს ორი სიტყვა ზეპირ მეტყველებაში ზოგჯერ ერთმანეთში ირევა და უფრო ხშირად აპარატურას ხმარობენ აპარატის ნაცვლად; მაგ., სახელმწიფო აპარატურა; გამოკვლევას თან ერთვის ვრცელი სამეცნიერო აპარატურა, უნდა იყოს: სახელმწიფო აპარატი; გამოკვლევას თან ერთვის ვრცელი სამეცნიერო აპარატი და ა. შ.

Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9