(

მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მჟ მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მაგ მად მაზ მათ მაკ მამ მან მაო მაპ მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაც მაძ მაწ მახ მაჯ მაჰ

მათ თქვეს

[და არა მათმა თქვეს]: III პირის ისინი, ესენი, ეგენი ნაცვალსახელები მოთხრობითსა და მიცემითში საერთო – მათ, იმათ, ამათ, მაგათ – ფორმებს გვიჩვენებენ, რის გამოც ემსგავსებიან სათანადო კუთვნილებითი (მათი, იმათი, ამათი, მაგათი) ნაცვალსახელების ფუძეებს. ამიტომ ბრუნებისას ზოგჯერ შეცდომა მოსდით: მოთხრობითის (მათმა, იმათმა, ამათმა, მაგათმა) ფორმებს, რომელთა გამოყენებაც სწორია მსაზღვრელად ხმარებისას (მათმა / იმათმა / ამათმა / მაგათმა ამხანაგმა მითხრა), უშუალოდ ზმნას უხამებენ (მათმა / იმათმა / ამათმა / მაგათმა მითხრეს), რაც უხეში შეცდომაა. თუ ნაცვალსახელს დაესმის კითხვა ვინ, პასუხი იქნება: მათ / იმათ / ამათ / მაგათ თქვეს (მითხრეს, დაწერეს...); თუკი კითხვაა ვისმა, რომელსაც სახელი მოსდევს, პასუხი იქნება: მათმა /იმათმა / ამათმა / მაგათმა მეგობარმა თქვა (მითხრა, დაწერა...).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9