[კი არა] მიმართ, შესახებ, დაკავშირებით: ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: რას გვეტყვით პრეზიდენტთან მიმართებაში? სახელმწიფო მინისტრთან მიმართებაში საყვედური არ გვეთქმის; აფხაზეთთან მიმართებაში რამდენიმე საკითხია გასარკვევი..., რაც უმართებულოა. უნდა იყოს: რას გვეტყვით პრეზიდენტთან დაკავშირებით (პრეზიდენტის შესახებ)? სახელმწიფო მინისტრის მიმართ საყვედური არ გვეთქმის; აფხაზეთთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია გასარკვევი...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.