[კი არა] მისაღები: ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: ეს საკითხები მიღებადია; ეს შეკითხვები მიღებადია, რაც უმართებულოა. უნდა იყოს: ეს საკითხები მისაღებია; ამ საკითხების მიღება შესაძლებელია; ეს საკითხები მიიღება; ეს შეკითხვები მისაღებია; ამ შეკითხვების მიღება შეიძლება, ეს შეკითხვები მიიღება (კონტექსტის მიხედვით).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.