[კი არა] მოსასმენი: ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: მოსმენადი საკითხები, მოსმენადი სიმღერა..., რაც უმართებულოა. უნდა იყოს: ამ საკითხების მოსმენა შესაძლებელია // ამ საკითხებს მოვისმენთ; ეს საკითხები მოსასმენია; ამ სიმღერის მოსმენა შეიძლება; ამ სიმღერას მოვისმენთ; ეს სიმღერა კარგად ისმინება... (კონტექსტის მიხედვით).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.