ზეპირ მეტყველებაში ხშირად გამოთქმა აქედან გამომდინარე უმართებულოდ გამოიყენება ამიტომ, ამის გამო სიტყვების მნიშვნელობით: მას რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა გავჩერდეთ? უნდა იყოს: მას რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ (ამის გამო) ჩვენც უნდა გავჩერდეთ?
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.