[და არა ავღზრდი]: ვ თანხმოვანი ადვილად ჩნდება, იკარგება ან იცვლის ადგილს; ამიტომ ის (ამ შემთხვევაში I სუბიექტური პირის ნიშანი ვ) -აღ ზმნისწინს ხშირად შუაში ჩაერთვის ხოლმე: ავღზრდი, ავღნიშნავ, ავღრიცხავ, ავღწერ..., რაც უმართებულოა. უნდა იყოს: აღვზრდი, აღვნიშნავ, აღვრიცხავ, აღვწერ...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.