აღთქმა: დაპირება, პირობის დადება; აღქმა: გაგების, გაცნობიერების უნარი. გარეგნულად მსგავსი ეს სიტყვები ზეპირ მეტყველებაში ხშირად ერთმანეთის ნაცვლად იხმარება. მაგ., ოპოზიციამ ეს საკითხი არასწორად აღითქვა; უნდა იყოს: აღიქვა, მაგრამ: აღთქმული ქვეყანა.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.