ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: პრინციპში ყველაფერი მოგვარდა; ამ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეთ, პრინციპში – შემდეგზეც შეგვიძლია... უნდა იყოს: ძირითადად / არსებითად ყველაფერი მოგვარდა; ამ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეთ, ისე / თუმცა შემდეგზეც შეგვიძლია...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.