(რომელმაც, რომელსაც...; რომლებიც, რომლებმაც, რომლებსაც...): თუ რთული ქვეწყობილი წინადადება შეიცავს განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას და ეს უკანასკნელი მთავარს უკავშირდება რომელიც ნაცვალსახელით, აღნიშნული ფორმა (რომელიც) უნდა მოსდევდეს წინადადების იმ წევრს, რომელსაც განსაზღვრავს. უმართებულოა: შვილი მოჰყავს მამას, რომელსაც ხვალ საბავშვო ბაღში ზეიმი აქვს, უნდა იყოს: მამას მოჰყავს შვილი, რომელსაც ხვალ საბავშვო ბაღში ზეიმი აქვს.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.