წერილი, წიგნი, ბავშვი... [და არა ბევრი წერილები, წიგნები, ბავშვები...]: განუსაზღვრელი რიცხვის აღმნიშვნელ სიტყვებთან, როგორებიცაა: ბევრი, მრავალი, უამრავი, ცოტა და მისთ. აგრეთვე მსგავსი მნიშვნელობის მქონე ნაცვალსახელებთან – რამდენი, ამდენი, იმდენი, რამდენიმე, ზოგი (ერთი), ყველა, სხვადასხვა... – საზღვრული სახელი (ქართული სალიტერატურო ენის ტრადიციის მიხედვით) მხოლოობით რიცხვში დგას ისევე, როგორც კონკრეტული რიცხვის აღმნიშვნელ სახელებთან (ორი წიგნი, ათი მცნება და ა. შ.). ჩამოთვლილ მსაზღვრელებთან საზღვრულის ხმარება მრავლობითში უმართებულოა.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.