ზეპირ მეტყველებაში ხშირად ისმის: რუსთაველზე შევხვდეთ; აღმაშენებელზე გავიარე; ვაჟაზე (ან ვაჟა-ფშაველაზე) ცხოვრობს; მერია გადავიდა კოსტავაზე... დასახელებული შემთხვევები მეტყველების ეკონომიის ჩვეულებრივი ნიმუშებია, თუმცა წერის დროს უნდა იყოს: რუსთაველის პროსპექტზე შევხვდეთ; აღმაშენებლის პროსპექტზე გავიარე; ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე ცხოვრობს; მერია გადავიდა კოსტავას ქუჩაზე...
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.