თბილისის ყველა მცხოვრები; საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი... (და არა ყველა საქართველოს მოქალაქე, ყველა თბილისის მცხოვრები, ყველა საქართველოს პარლამენტის წევრი...) აღნიშნულ კონტექსტებში ყველა მოქალაქის, მცხოვრებისა და წევრის მსაზღვრელია, ამიტომ სწორედ მათ (მოქალაქე, მცხოვრები, წევრი...) წინ უნდა იდგეს; წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საუბარია ყველა (ანუ რამდენიმე) საქართველოზე, თბილისსა და პარლამენტზე
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.